“გურიის მოამბეში” გამოქვეყნებულ სტატიას ,,მერაბ ჭანუყვაძის კედლიდან წაშლილი პოსტები-ოცნებაში დიდი გარჩევები იწყება“ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა “ოცნებიდან” ოზურგეთის მერობის სავარაუდო კანდიდატს გია ცეცხლაძეს, რომელმაც ითხოვა მისი კომენტარი ამ თემაზე უცვლელად დაგვებეჭდა:
,,ვადასტურებ, რომ ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი მისი შექმნის დღიდან, ვადასტურებ იმასაც, რომ გურია და ოზურგეთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა. თუმცა ქართულ ოცნებაში ოზურგეთის მერის არჩევნებში ჩემი კანდიდატურა არ განიხილება და შესაბამისად, არც მე ვხედავ ჩემს თავს ამ პოსტზე. მეტიც, რომც იდგეს ჩემი საკითხი დღის წესრიგში, მე უარს ვიტყოდი, რამდენადაც სავარაუდო კანდიდატად მერაბ ჭანუყვაძე სახელდება. მერაბი არის ჩემი უახლოესი მეგობარი და მე მეგობრობას ნებისმიერ თანამდებობაზე მაღლა ვაყენებ. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომელიც ჩემი მხრიდან არ გადაიხედება”-გვითხრა ცეცხლაძემ.