“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ევროკავშირის მიერ, ნიკა მელიას გირაოს თანხის ჩარიცხვას ეხმაურება : “ისეთი ხელისუფლება რომ გყავს, ევროპა რომ დატყვევებულ პოლიტპატიმარს გამოისყიდის.
მსგავსს არ მოვსწრებივარ მე პირადად. არც აქ, არც სხვაგან. ხოდორკოვსკიზე მოხდა კიდევ რაღაც ამგვარი, თუ არ ვცდები, პუტინისგან გამოისყიდა ისიც იგივე ფონდმა. ხოდა, ჩვენც ჩვენი მინიპუტინით ვიამაყოთ – თქვა და აასრულა – ევროპა გააოცა, ოღონდ მართლა”.-წერს გვარამია.