მშვენიერია… ბატონი მელია ციხეს ძალიან მალე დატოვებს – ვიოლა ფონ კრამონი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასათვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე ეხმიანება:

 “მშვენიერია, კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა დანაპირები შეასრულა – მათ შორის ევროკავშირმა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ციხეს ძალიან მალე დატოვებს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა, საქართველოში რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ 19 აპრილის შეთანხმებით”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: