იმედს ვიტოვებ, საპარლამენტო ტრიბუნას გამოვიყენებთ – თინა ბოკუჩავა

,,ვერ ვუგულებელყოფთ იმას, რომ ჩვენი ევროპელი და და დასავლელი პარტნიორების მოლოდინი არის ის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია შეუერთდება შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგანაც სხვა შემთხვევაში, ის ევრ იფუნქციონირებს სრულფასოვნად. ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ნიკას გათავისუფლების შემდეგ, კიდევ ერთხელ შედგეს დისკუსია, ამ საკითხთან დაკავშირებით არა მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში არამედ, ყველა სხვა პარტიასთან ერთად“ – ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა, მისი თქმით ამ დროისთვის რთულია რაიმე კონკრეტული პასუხის გაცემა კითხვაზე, მოაწერს თუ არა ხელს პარტია, შარლ მიშელის დოკუმენტზე.

მისივე თქმით, პირადად მისი სურვილი ხელმოწერასთან დაკავშირებით ცალსახაა და მიაჩნია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის და ზოგადად პარლამენტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის, მთავარი ოპოზიციური ძალის პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია.

,,ჩემი სუბიექტური და პერსონალური აზრით,  იმედს ვიტოვებ, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ  საპარლამენტო ტრიბუნას, რადგანაც ეს აუცილებელია ოპოზიციის სრულფასოვნად მუშობისთვის, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ,,ქართული ოცნება“ ცდილობს უკვე შეიტანოს ხარვეზები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში“ – აცხადებს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, დღეს 8 მაისს, ევროკავშირმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად 40 000 ლარი ჩარიცხა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share