“ოპოზიციას ვურჩევ მოეშვას ლევან ვასაძისთვის კლოუნის ძახილს, ეს მხოლოდ თავის დამშვიდების საშუალებაა და მას როგორც რეალურ გამოწვევას, ისე შეხედოს. ჩვენ ეგ რას დაგვაკლებს, „მაი აფერიო“ ამომრჩეველს ამშვიდებენ. არადა, თუ ვასაძეს საპატრიარქოც გვერდით დაუდგა, თავისი ამბიონებიდან ქადაგებების ჩათვლით, მისი ძალა მერე ნახეთ.
გაგახსენებთ, ეკლესიის „ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერის როლს 2012 წლის არჩევნებში.
მართალია, ვასაძე გავლენით 2012 წლის „ოცნებასთან“ და ივანიშვილთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ ვასაძისათვის ეკლესიის შესაძლო მხარდაჭერის როლის დაკნინებას არავის ვურჩევ. თან არც ის გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ლევან ვასაძის მიმართ არსებული პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება ერთგვარი არ არის. ანუ ის შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პერსონების თუ ჯგუფების მიზიდულობის ცენტრადაც იქცეს”,-ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში., ლევან ვასაძის განაცხადს, პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.