ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მხარის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ოზურგეთის ბიუროს წარმომადგენლებმა, გვირგვინებით შეამკეს.
„ ფაშიზმზე ისტორიულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველებმა. დღევანდელი დღე, განსაკუთრებული პატივისცემით, მსურს მივულოცო სახელოვან ვეტერანებს და ქედი მოვიხარო მათი გმირობის წინაშე. თითოეული ჩვენგანის ვალია დავაფასოთ და არ დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი”- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგან ვეტერანებს 500-500 ლარი გადაეცა. ოზურგეთში სულ 4 ვეტერანი ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 500 ლარის ოდენობის ერთჯერადი სოციალური დახმარება მიიღეს.
ოფიციალური ინფორმაცია