„ნაციონალური მოძრაობა“ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. არაერთხელ ვყავარ გადაგდებული, არაერთხელ ჰყავს სხვა ოპოზიციონერი პარტნიორები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციაში ორკვირიანი „დომხალი“ მოაწყო. „ნაცმოძრაობის“ ორკვირიანი დომხალი, რაც ოპოზიციაში მოაწყო, ეს ჩემი აზრით, კიდევ ერთი მაგალითი იყო, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ცოტა პოლიტიკოსი დარჩათ და ისევ იგივეს დაუბრუნდნენ, ყოველთვის უნდათ აზრზე მონოპოლია. პირველ ღამეს შეცდომა დაუშვეს, ვერ გაიაზრეს ეს პროცესი ფართო ჭრილში, დაიწყეს თავდასხმები ამ შეთანხმებაზე, ოღონდ თვითონაც იციან, რომ მაგარი შეთანხმება არის, განა არ იციან, უბრალოდ თავდასხმები ამაზე დაიწყეს“, – განაცხადა ვაშაძემ. | მისი შეფასებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას დატოვებს და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ძალიან კარგი იქნება. „მელია თუ წამოვა „ნაცმოძრაობიდან“ და მესამე პოლიტიკურ ცენტრს შემოუერთდება, ჩემი აზრით, ძალიან მაგარი იქნება. საერთოდ შევცვლით პოლიტიკურ პროცესს“,-განაცხადა ვაშაძემ.