ირენ სანდლერი-ქალი, რომელმაც 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა

ირენა სანდლერი .მეორე მსოფლიო ომის დროს მან ვარშავის გეტოში ექთნად დაიწყო მუშაობა.
ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა. ცოტა უფრო მოზრდილებისთვის კი სატვირთო საბარგულში ტომარა ჰქონდა. ირენეს მუდამ თან ახლდა ძაღლი, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმულ ბანაკის ჭიშკარში შედიოდა ან ტოვებდა იქურობას.
ჯარისკაცები გაავებულ ცხოველს არ ეკარებოდნენ, მისი ყეფა კი პატარების ხმებს ფარავდა. ამ გზით ირენემ გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს 2500 ბავშვი გადაარჩინა.1943 წელს ირენა დაასმინეს. ნაცისტებმა ამხილეს და უმოწყალოდ სცემეს. ხელ-ფეხი გადაუმტვრიეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა, ჯალათი, რომელიც ბოლო გზაზე მიაცილებდა მოსყიდული იყო, მან ქალი საკნიდან გააპარა. ოფიციალურ მონაცემებში ის დახვრეტილად ჩაიწერა. ეს კეთილშობილი ქალი ომის ბოლომდე იმალებოდა, მაგრამ ქველმოქმედებას მაინც განაგრძობდა.
ირენას ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა შუშის ქილაში და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშობლების უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.ირენა სანდლერი 2008 წლის 12 მაისს გარდაიცვალა.
http://intermedia.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: