ნიკა მელია საპატიმროს დღეს დატოვებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს უნდა გაიმართოს.
მას შემდეგ, რაც 8 მაისს ევროკავშირმა მელიას გირაო გადაუხადა, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, პროცესის ჩანიშვნის ზუსტი დრო დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
სასამართლოს შემდგომ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის არჩეული თაავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს. როგორც იურისტები განმარტავენ, თეორიულად, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილოს, თუმცა ამის პრაქტიკული შანსი თითქმის არაა.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალური ოფისის შტურმით აღების შედეგად დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: