Marca.ge დაუკავშირდა 2020 წლის საუკეთესო ქალთა გუნდის მწვრთნელ გიორგი ჩხაიძეს.
– როგორ შეაფასებდით ქალთა ეროვნული ლიგის ახალ ფორმატს?
– მინდა იქედან დავიწყო რო ქალთა ლიგა წელს ძალიან დაძაბული იქნება,ეს ყველაფერი გამოიწვია ფორმატის შეცვლამ რასაც მივესალმები,გუნდებს ერთმანეთან 4 ჯერ მოუწევს თამაში და აქედან გამომდინარე ყველა ქულას და გატანილ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება.
– თქვეივე ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფას 2020/21 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.გეხმარებათ თუ არა ეს გამოცდილება მიმდინარე სეზონში?
-დიახ გეთანხმებით რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ და დიდი გამოცდილება მივიღეთ,ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ რა არის ჩემპიონთა ლიგა და რა დონის გუნდები და ფეხბურთელები არიან.რა თქმა უნდა მათთან თამაში დიდი გამოცდილებაა და საქართველოს ჩემპიონატში ეს ყველაფერი გამოგვადგება.
– 2018 წლის შემდეგ მუშაობთ “ლანჩხუთის” მთავარი მწვრთნელი პოსტზე.თქვენივე ხელმძღვანელობით “ლანჩხუთი”ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედალს,ელოდებით თუ არა წელს ჩემპიონობას?
-“ლანჩხუთის” ქალთა გუნდან ერთან 2 ჯერ გავედი მე-2 ადგილზე.2-ჯერ ნიკემ გვაჯობა,შემდეგ დავტოვე გუნდი და კაცთა ფეხბურთში გადავბარგდი,რამოდენიმე ხნის შემდეგ მომიწია დაბრუნება და ეხლა უპლება არ მაქ რო ეს შანსი გაუშვა ხელიდან,მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ უპლება არ მაქ იმედები გაუცრუო ჩემს საყვარელ რაიონს.
– არც თუ ისე დიდი ხანია რაც ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნეთ და მოკლედ რომ გვითხრათ რა მიზნები გაქვთ დასახული ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით?
-დიახ დაგეთანხმებით რო ეროვნული ნაკრების პოსტი შემომთავაზესს,რა თქმა უნდა დავპიქრდი და მას შემდეგ მივიგე გადაწყვეტუილება,ძაან დიდი პასუხიმგებლობაა და მინდა ამ ყველაფერს თავი გავართვა. ახალ ნაბიჯებს ვდგამ სამწვრთნელო კარიერაში და ამ გამოწვევაზე უარს ვერ ვიტყოდი,ძაან რთული ჯგუფი მოგვიწია , თუმცა რას ვიზამთ ეგრე მოხდა.იმას ვპირდები გულშემატკივრებს რო ღირსეულად შევერკინები ნებისმიერ გრანდს და თავაწეულები გამოვალთ მოედნიდან,ვეცდებით რო შარშანდელი შედეგი გამოვასწოროთ რაც ძაან რთული იქნება.ნაკრებში ითამაშებს ის ვინც კარგად გაანალიზებს თუ რა მაისური აცვია და რა ღირსება აქვს ეროვნული ნაკრების მაისურს.