“გურულები ნებისმიერ მეტეოროლოგიურ მოვლენაში რაღაც ნიშანს ხედავენ”

გურულების წარმოდგენით, წმინდა გიორგი თავისი ლახვარით დასდევს ეშმაკებს და მეხის ნებისმიერი გავარდნა ერთი ეშმაკის განადგურებაა. ადამიანების სიახლოვეს მოკალათებული ეშმაკი ხშირად ამ ადამიანსაც წაიყოლებს. თუმცა ნებისმიერ ადამიანს მარცხენა მხარზე შემოსკუპებული ჰყავს ეშმაკი, რომელსაც წმინდა გიორგის მეხი არ ეხება, ამდენად, ადამიანის სიცოცხლისთვისსაშიში არაა.
გურულები ნებისმიერ მეტეოროლოგიურ მოვლენაში რაღაც ნიშანს ხედავენ. ახალმთვარობაზე არანაირი საქმის წამოწყება არ ვარგა, საქმის წამოწყება კარგია სავსე მთვარისას, ასევეა ბავშვის დაბადებაც. ვარსკვლავის ჩამოვარდნა ადამიანის სიკვდილის ნიშანია. კომეტა – ან ომს, ან
ეპიდემიას, ან მოუსავლიანობას; ან კიდევ – ბარაქის, ან დიდი ადამიანის დაბადებას მოასწავებს.
ცის გახსნა სულ ერთ წამს გრძელდება და ვინც ამ მომენტს შეესწრება, უნდა ჩაუთქვას სურვილი, რომელიც აუცილებლად აუსრულდება. თუ ცისარტყელა აღმოსავლეთითაა, ის კარგი ამინდის საწინდარია, დასავლეთის ცისარტყელამ კი გაბმული წვიმები იცის. აღმოსავლეთით რამდენიმე ცისარტყელა ერთად გვალვის ნიშანია. თუ ცისარტყელას ვიღაცის ეზოში აქვს ბოლო ანვიღაცის სახლს მოექცევა თავზე, იმ ოჯახს უბედურება ეწვევა.
ჩამავალ მზეს, რომელიც წითლად არის შეფერილი, გურულები მკვდრის მზეს ეძახიან – Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа
(1881-1927).
ნახატების ავტორი შალვა ძნელაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share