ბაიდენი NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის სამიტს უერთდება

NATO-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტს, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება ჯო ბაიდენი ვირტუალურად შეუერთდება.

ბუქარესტის ცხრიანის განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და უკრაინა იქნება.

 

სამიტში პოლონეთის, რუმინეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share