Guardian ევროკავშირის გადახდილ გირაოზე სტატიას აქვეყნებს

ევროკავშირმა ოპოზიციონერი ნიკა მელიას გასათავისუფლებლად გირაო, 40 ათასი ლარი გადაიხადა  – სტატიას ამ სათაურით Guardian აქვეყნებს. როგორც ავტორი აღნიშნავს, ევრო გაერთიანების მიერ გირაოს გადახდამ და ნიკა მელიას გათავისუფლებამ შესაძლოა საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაასრულოს.

გარდიანი იმასაც იხსენებს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პოლიციამ სათაო ოფისზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის შედეგად დააკავა.

შეგახსნებთ რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გასათავისუფლელად გირაოს სახით 40 ათასი ლარი შაბათს, 8 მაისს გადაიხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share