“ჰოი, საოცრებავ, “დაოუკიდებელი სასამართლოს” გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობას დაემთხვა”

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გადმორიცხული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამ ფაქტს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო მაგალითი, როგორი დამოუკიდებელია ქვეყანაში მართლმსაჯულება:”ჰოი, საოცრებავ, “დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ” მიიღო გადაწყვეტილება და მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად. დღეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორი “დამოუკიდებელი” მართლმსაჯულება გვაქვს”- აცხადებს ადვოკატი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share