“ასე მთავრდება ზედმეტი ბაქიბუქი, ამბობდა არ მივიღებ გირაოსო – მიიღო”

10 მაისს, საქალაქო სასამართლომ მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, შედეგად, ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს უნდა გათავისუფლდეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან. ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე ამბობს: ” ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, როდესაც არავის არ მიეცემა უფლება, რომ კანონი დაარღვიოს, თუკი დაარღვევს, კანონის აღსრულება ხდება.

ჩვენ ყველა ვუყურებდით, ბაქიბუქობდა [ნიკა მელია], რომ ვერ დაიჭერდნე – დააკავეს, ამბობდა იმას, რომ გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს წაგლიჯა ხელიდან რუსული სცენარის შესაძლებლობა, გადაიხადა გირაო და მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე ამ გირაოს მიღება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share