ოზურგეთში კორონავირუსით სოციალური სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა

ოზურგეთის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, თემურ (ჯანიკო) ზღულაძე გარდაიცვალა. ის დღეს კლინიკაში სამთვიანი უშედეგო მკურნალობის შედეგად 56 წლის ასაკში კორონავირუსს ემსხვერპლა.

თანამშრომლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სამსახურის უფროსი გამოეხმაურა:

“ჩვენი ხალისიანი, კეთილი, პასუხისმგებლიანი და დაუზარელი ჯანო. საუკეთესო მეუღლე, მამა, მეგობარი და თანამშრომელი წაგვართვა ამ ვერაგმა ვირუსმა.
ბევრი იბრძოლე , ბევრიც ვეცადეთ….
არ გამოგვივიდა….. დაგვაკლდები….. ნათელში იყოს შენი კეთილი სული.
მშვიდობით მეგობარო!-წერს სოციალური სამსახურის უფროსი, თეა ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share