იცხოვრე გაბედულად, ოღონდ განსაკუთრებული სიფრთხილით. დაისახე მიზანი და გაბედე.
* რა დაბრკოლებასაც არ უნდა შეეჩეხო, თვალი გაუსწორე და გამოსავალი მოძებნე.
* ახალ წამოწყებაზე დაფიქრდი, კარგად მოემაზადე, ნუ გაუშვებ შესაძლებლობას. იმოქმედე თამამად, გაბედულად და შენი ცხოვრება შეიძლება უფრო საინტერესო გახდეს, თავად კი უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს.
* ყველაფერს ერთბაშად ვერ დაგეგმავ და ეს არც არის აუცილებელი – პრობლემები თანდათან უნდა მოაგვარო.
* სწორი მიდგომით, მკაფიო გეგმებითა და გამბედაობით მარსის დალაშქვრაც კი შესაძლებელია.
* თუ რამე გსურს, უნდა მოითხოვო.
* იბრძოლე და თავი გადაირჩინე.
* იკვებე სწორად, გაიღიმე ხშირად, იყავი მუდამ აქტიური, მხიარული და თავდაჯერებული – ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის საუკეთესო გზა.
მეი მასკი