გურიის რეგიონში 138 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე დაგვიანების გაიხსნა. ჯერჯერობით ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობს ხმის მიცემა.
ერთადერთი დარღვევა რაც ამ დროისთვის დაფიქსირდა, არის ქალაქ ოზურგეთში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე, სკანერის სისტემაში გაორება დაფიქსირდა, ანუ პიროვნება მეორედ აძლევდა ხმას. მიღებულია შესაბამისი ზომები და მშვიდ გარემოში გრძელდება ხმის მიცემა.
ცნობისათვის გურიაში ოფიციალურად 107 ათას 308 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, მათ 138 საარჩევნო უბანი და სამი საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება.
ხმის მიცემის პროცესს ათასზე მეტი კომისიის წევრი და 5 ათასამდე წარმომადგენელი და დამკვირვებელი გააკონტროლებს.