სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. ყველა იმ სოფელში, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი შედარებით მაღალია, უფრო აქტიურად მოხდება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება.
საერთო ჯამში, რეგიონში, ამ ეტაპზე, 324 დაინფიცირებული პაციენტია, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაინფიცირების 6 შემთხვევა: ოზურგეთი – 4,
ლანჩხუთი -2 ,
ჩოხატაური – 0,
თვითიზოლაციაში იმყოფება 701 ადამიანი.