სუბარი მელიაზე-ეს იყო მართლა პოლიტიკური თვითპატიმრობა

ევროკავშირს არ ერიდება თქვას, რომ ვიღაც პოლიტპატიმარია, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ ნიკა მელიაზე საუბრისას თქვა. „ეს იყო მართლა პოლიტიკური თვითპატიმრობა, ადამიანი რომელმაც თქვა, რომ კანონს არ დავემორჩილებიო, რომელმაც თქვა, რომ არ გავიკეთებ სამაჯურსო, არ გადავიხდი გირაოს და კანონი არ მაინტერესებსო, ნურც ნურავინ გაბედავს, რომ გირაო გადამიხადოსო, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი თამაში, დათანხმდა შეთანხმებას, რომელსაც მისი და მისი პარტიის მონაწილეობის გარეშე მივაღწიეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ევროკავშირს ერთადერთი რაც უნდა, ეს არის, სტაბილურობა ქვეყანაში. „მათ აინტერესებდათ და უნდოდათ ქვეყანაში სტაბილურობა ყოფილიყო, ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის პარტნიორია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share