ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში მივიდა. დღესვე დაიწყება კონსულტაციები პარტიის წარმომადგენლებთან, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან და უახლოეს პერიოდში ოპოზიციონერი ლიდერის სამომავლო გეგმების შესახებ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია პატიმრობიდან გუშინ, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შემდგომ გაათავისუფლეს.