+30, +35 გრადუსი – 12-14 მაისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 12-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდები იქნება. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც

“12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share