“ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში,“ – აცხადებს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, კრამერი ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას დადებითად აფასებს.
„კარგია, რომ ნიკა მელია პატიმრობაში აღარ არის. სამწუხარო ისაა, რომ ევროკავშირის ნება გახდა საჭირო მისი გირაოს გადასახდელად. მიუხედავად ამისა, ახლა, როდესაც ის თავისუფალია, ენმ-მა უნდა დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ხოლო „ქართული ოცნება“ მზად უნდა იყოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს საქმე კონკრეტულ კომიტეტებში და უზრუნველყოს მათი საჭირო რეპრეზენტაცია“, – ამბობს კრამერი.