„ველოდებით, რომ ნიკა მელია გირაოს პირობებს შეასრულებს და აღარ დაარღვევს,“ – განაცხადა დღეს, 11 მაისს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმ პარტიები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, მაგრამ ამ შეთანხმების სიკეთეებით სარგებლობენ, ვალდებულებების შესრულებისგან გაქცევას ცდილობენ.
„ველოდებით, რომ ნიკა მელია გირაოს პირობებს შეასრულებს და აღარ დაარღვევს. ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლო თვეების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც რადიკალურმა პარტიამ. ველოდებით, რომ სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება. კარგი იქნება, თუ ამ გზიდან გადაუხვევენ, მაგრამ ვნახოთ. ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ერთი მხრივ, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომლებიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მეორე მხრივ, არ უნდათ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, რაც ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისგან გაქცევაა. მათ უნდათ, რომ ამ დოკუმენტიდან მხოლოდ სიკეთეები მიიღონ და პასუხისმგებლობა არ აიღონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ: შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის გირაოშ შედეგად, პატიმრობიდან გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.