ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მცხოვრებმა დავით შერგილაშვილმა მომენტალური ლოტოს გათამაშებაში 50 000 ლარი მოიგო.
მან ლოტო “ფარაონი” ოზურგეთში შეიძინა.
როგორც ლოტოს წარმომადგენლებს მან დასმულ კითხვაზე უპასუხა, მოგებული თანხით კრედიტებს გაისტუმრებს, სახლს შეარემონტებს და 44 წლის ასაკში ცოლის მოყვანასაც იფიქრებს.