ყურადღებას მითმობს და თან ნერვული ღიმილი აქვს, ესე იგი სწორ გზაზე ვდგევარ – მელია კობახიძეზე

ამხელა ყურადღებას რომ მითმობს კობახიძე და თან ნერვული ღიმილი აქვს, ესე იგი სწორ გზაზე ვდგევარ – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” სტუმრობისას ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ “რასაც კობახიძე და მისი გუნდი საუბრობს ლაკმუსის ქაღალდია”.

“თუ მართლა უინტერესო ვარ მეგობრებთან ერთად, დამანებე თავი და ისაუბრე სხვა რაღაცაზე”- აღნიშნა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share