ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემას ფეისბუქ სტატუსით აფასებს:
“ნამდვილად დიდი საქმეა.
ამ საქმეში ბიძინა შეუდარებელია და ეს უნდა დავუფასოთ.
გაანებოს პოლიტიკას თავი და ამის კეთების და შესაბამისი პოზიტიური დამოკიდებულების ფუფუნება ექნება მუდმივად და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ….“– წერს ხუხაშვილი.
დღეს თბილისის მერმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფონდმა ქართუმ გადაწყვიტა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისს უსასყიდლოდ გადასცეს.