ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.