ფოტოები ეკა ჩხიკვიშვილის, ეროვნული არქივისა და ემიგრაციის მუზეუმის კოლექციიდან.
გავიხსენოთ ისევ ბენია ჩხიკვიშვილი, გენერალი შალვა მაღლაკელიძე მოგონებებში წერდა მის შესახებ: ,,ბენია ჩხიკვიშვილი, ცნობილია როგორც გურიის პრეზიდენტი ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი იყო. აჯანყებისთვის გამოდგებოდა, იარაღსაც იხმარდა, სკოლა არ უნდოდა მაგისთვის, გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. კატორღიდან დაბრუნდა, ხმა ქონდა ჩახლეჩილი, არწივისებური ცხვირი, წვერები, ულვაშები, ვეებერთელა კაცი” .