“არ მახსენდება, აშშ-ის ელჩი ცესკოში მისულიყო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ქართველი ხალხის გვვერდით არან და მათ არჩევანს არავის მოაპარინებენ”- მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევენი უკვე გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საარჩევნო უბნებზე ასეთი რიგები აქამდე არ უნახავს.

ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მზად არის ოლიგარქი დაამარცხოს.

“ყველა უბანზე, ასეთი ატივობა არ მინახავს. ხალხი საარჩევნო უბნებთან 07:30 საათიდან დგას. ეს ნმიშნავს იმას, რისი მოლოდინიც მქონდა: რომ არჩევნების დღეს, ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შესახამს.

ხალხი ემზადება შეთქმულებისთვის, რომელიც გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში და ამას თვალნათლივ ვხედავ. ხალხი გაერთიანებულია იმ ჟნის ირგვლივ, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი.

ყველას ყელში ამოუვიდა ხელისუფლების ცინიზმი, დაცინვა, თითქოს ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი ისე არის როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა მაგრამ ხალხს არა, მაგრამ მერე რა? მაინც ბედნერები უნდა იყოთ, რადგან ივანიშვილის გუნდი ხომ არის ბედნიერი?! პახუხი იქნება ძაკლიან ღირსეული, მშვიდი. ხალხი დღეს მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს, მას გასაქანი არ ექნება. გასაქანი ექნება ქართველების ნიჭიერებას”- განაცხადა ნიკა მალიამ.

მისი თქმით, უპრეცენდენტოა ის ინტერესი რაც ჩვენი პარტრნიორებისგან მოდის:

“მე არ მახსენდება, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყბის ელჩი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისულიყო. ეს ნიშნავს რას? – ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან ქართველი ხალხის გცვერდით და არჩევანს არავის მოაპარინებენ”- აცხადებს მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share