ინდოეთი Covid -19-ის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 400 000-მდე ინფიცირებული და 4200 დაღუპული – ეს ინდოეთის გასული დღე-ღამის სტატისტიკაა.
“კორონავირუსი მუტაციას განაგრძობს და ის სულ უფრო სახიფათო ხდება. ინდოეთში დაღუპულთა კრემაციას ვეღარ ახერხებენ და გვამებს მდინარეებში ყრიან. დაბინძურდა წყალი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, ვირუსმა წყლიდან დაიწყოს გავრცელება,” – განაცხადა სირ განგა რამის ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა მოჰსინ ვალიმ.