ღიმილის მომგვრელია – მელიას ადვოკატი “ოცნების” დეპუტატების კანონში ჩახედვას ურჩევს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატს, შალვა პაპუაშვილს ურჩევს, ჩახედოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ საქმეებს, სადაც მისი თქმით, პირდაპირ წერია მომჩივანის სახელი და გვარი და იმ სახელმწიფოს დასახელება, რომლის ხელისუფლებამაც დანაშაული ჩაიდინა.

კონდახიშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას მელიას საქმეზე არგუმენტები არ აქვს და გადაბრალების რეჟიმზე გადავიდა:

ღიმილის მომგვრელია “ქართული ოცნების” განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ გაბედა თურმე ნიკა მელიამ და სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. რა თქმა უნდა ფორმულირება არის – მელია სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელსაც უზურპიტრებული აქვს ხელისუფლება”,- თქვა “ტვ პირველთან” მელიას ადოკატმა.

კონდახიშვილი იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო მეთვრამეტე მუხლის დარღვევას დაადგენს:

იმდენად აშკარაა და თვალში საცემია ხელისუფლების მიერ ნიკა მელიას პოლიტიკური დევნა, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხდება აღნიშნული სარჩელის განხილვა და სწორედ 18-ე მუხლის დარღვევას დაადგენს ევროპული საქართველო”- თქვა კონდახიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო. 
ევროსასმართლოს გადაწყვტილების პასუხად, კი “ქართულმა ოცნებამ” ნიკა მელიას  წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანიის აგორება გადაწყვიტა. შალვა პაპუაშვილი საქმის დასახელებაზე აპელირებს  და ამტკიცებს რომ მელიამ საკუთარ ქვეყანას უჩივლა რადგან სარჩელის დასახლებაა „მელია საქართველოს წინააღმდეგ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: