მომავალი ორშაბათიდან, 17 მაისიდან, ოზურგეთში ფუნქციონიურებას საბავშვო ბაღები განაახლებენ.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა, მაკა ჭყონიამ აცნობა.
მისივე ინფორმაციით, ყველა მოქმედი ბაღი პანდემიის გამო შემოღებული რეგულაციებით გათვალისწინებული ზომების მისაღებად სრულად არის მზადყოფნაში.
ცნობისათვის, ბაღებმა, ოზურგეთსა და გურიაში ფუნქციონირება კოვიდ პანდემიის გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შეწყვიტეს, დღეისათვის სკოლამდელი დაწესებულებები სააღდგომო არდადეგების გამო არ ფუნქციონირებენ.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გურიაში კოვიდ ინფექციის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა ბაღებში სწავლება კვლავ გადადებულიყო.
თუმცა როგორც ჭყონია ამბობს ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და ის დიდი ალბათობით არ შეიცვლება.