წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები და მედლები მეორე წელია არ მიუღიათ

მაშინ როდესაც საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი ონლაინ სწავლებაზეა გადასული, გურიაში ათობით მოსწავლე კუთვნილ კომპიუტერს, თითქმის ერთი წელია ელოდება. მათთვის მხოლოდ კომპიუტერის გადაცემა არ დაუგვიანებიათ, ჯერჯერობით მოსწავლეებისთვის კუთვნილი მედლებიც კი არ გადაუციათ.

15 წელია ეს პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” არსებობს და ეს პირველი წელია, როცა ეს პროგრამა ჩავარდა. და ეს ხდება სწორედ იმ დროს, როცა ბავშვებს ეუბნებიან, რომ ონლაინ სწავლებაზე უნდა გადავიდნენ.

-“მეხუთე კლასიდან ველოდები ამ ყველაფერს. თავიდანვე მქონდა ინფორმაცია, რომ მეცხრე კლასის დასრულებისთანავე უნდა მიმეღო ეს კომპიუტერი, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებით გადაიდო და გვაქვს ინფორმაცია, რომ წლის ბოლომდე მოგვეცემა”.

-“მეშვიდე კლასიდან მოყოლებული ათიანებზე რომ სწავლობ და უცებ გებულობ, რომ კიდო სამწუხაროდ აღარ არის, ცოტა იმედგაცრუებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული”-აცხადებენ გურული მოსწავლეები.

ნინო სადრაძე, შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი: “ჩემი სამი მოსწავლე ელოდება ამ ჯილდოს, ჩვენ დავინტერესდით რატომ მოხდა ეს შეფერხება და გვითხრეს, რომ ეს პანდემიის გამო მოხდა”.

ტარიელ კალანდაძე: ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა: “როცა მოსწავლეს საბაზო საფეხურზე აქვს ყველა ათი, ისინი იმსახურებენ ამ საჩუქარს. -კომპიუტერს.
სამწუხაროდ, წელს ეს პროცესი შეფერხდა. მოსწავლეები სვამენ შეკითხვას, როდის მიიღებენ ისინი ამ საჩუქარს… ვრეკავთ ცხელ ხაზზე და გვპასუხობენ, რომ ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს პერიოდში მოხდება საჩუქრების გადაცემა”.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა ისინი აქაც ტყუიან. განათლების სამინისტრო ვერც იმ კითხვაზე პასუხობს, ბოლო სამი წელია სკოლებში რატომ ვერ ხდება წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემა.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: