“ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, მხოლოდ მის გამოა ამნისტია”

“ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, მხოლოდ მის გამოა ამნისტია, რომელიც უნდა იქნას მიღებული” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ ამნისტია მისთვის მიუღებელია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით „ფურცელი გადაიშალოს” და ეს საკითხი დაიხუროს.

„რამდენჯერმე ითქვა არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდანაც, რომ ამნისტიის მთავარი იდეა არის 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა შეფასებები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დაიხუროს, გავიხედოთ წინ და ეს არ იყოს განხეთქილების მიზეზი, როცა საუბარი გვაქვს 20 ივნისზე და საუბარი გვაქვს დეპოლარიზაციაზე, ამიტომ ეს ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში იყოს თანხმობა, რათა ეს ფურცელი გადაიშალოს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share