30 დღიანი მარხვა დასრულდა – მუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდლიდან ხალხმრავლობაა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში. მეჩეთმა მორწმუნეები ვერ დაიტია, რის გამოც ისინი სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. რაც შეეხება რეგულაციებს, მორწმუნეები მეჩეთთან მისულებბლს პირბადეები ეკეთათ, თუმცა დისტაცია არ იყო დაცული. დღეს მუსლიმი ოჯახები ტრადიცილად ტკბილეულს მიირთმევენ და საფლავებზეც გადიან. რამაზან ბაირამს სამი დროს განმავლობაში აღნიშნავენ.