მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 3 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გაჩერდა. გადაწყვეტილება საბჭომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო. მიზანი გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, უქმე დღეების პერიოდში მოქალაქეების მობილობის შემცირება იყო.