პარტია “ლელომ” დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არმაზ ახვლედიანთან, სალომე სამადაშვილთან და შალვა შაგვულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. როგორც “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ერქმევა.
ეს პირველი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში.