ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ კოლეგებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდებს.
როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას. მისი თქმით, ქართული ოცნების დასამარცხებლად ეს ერთადერთი გზაა.
“მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს: დადგა ჟამი, როდესაც, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა – ჩვენი თავი საქართველოში. ვინც არ შევედით პარლამენტში გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში”, – განაცხადა ნათელაშვილმა.