ბათუმში რამდენიმე უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. 84-ე უბანზე მობილიზებულია სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს ურიგებენ.
“84-ე უბნის წინ მობილიზებული იყო მიკროავტობუსები, რომლებიც დატვირთული იყო სურსათით, კარტოფილით, ხახვით… როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” კვლავ ამ მეთოდებით აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას”, – ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე.
გარდა ამისა, მე-8 საარჩევნო უბანთან სამარშრუტო ტაქსებში სხედან “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც არჩევნებს სპეციალური სიებით აკვირდებიან. თუმცა, ისინი ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ მეგობრებთან ერთად სამძიმარზე აპირებენ წასვლას.
ამასთან, აჭარაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გადასატანი ყუთით მოსარგებლე ადამიანები საარჩევნო უბანზეც მივიდნენ და საკუთარი პოზიცია მეორედ დააფიქსირეს.