18 წელია სხვადასხვა პოზიციაზე წარმოვადგენ ენმ-ს,მისი დაფუძნების დღიდან პრაქტიკულად .ასვე, ამ პერიოდში განმავლობაში მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებში. დღესაც სერიოზული გადაწყვეტილება აქვს მისაღები ენმ-ს, რაც საქართველოს პარლამენტში შესვლა – არშესვლას ეხება.რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება არ არის ადვილი მისაღები, არც ურის თქმის კუთხით და არც შესვლის შესახებ. მაგრამ,ჩემი აზრით ენმ-ი პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს.არა მხოლოდ შევიდეს, არამედ ბოლომდე გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა ამ ე.წ ხელისუფლების ბოლომდე გასაშიშვებლად.საპარლამენტო მუშაობას აქვს ის ბერკეტები, რომლის კარგად და ეფექტურად გამოყენება სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის რეჟიმს.პარლამენტში შესვლა საერთოდ არ გამორიცხავს ქუჩას, როცა ამის საჭიროება დადგება და როცა ამის აუცილებლობა იქნება.ასევე გათვალისწინებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის სურვილი, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობდეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომლის გარეშეც პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობაც შეუძლებელია.და ბოლოს, საქართველოს პარლამენტს აუცილებლად უნდა შეუერთდეს Nika Melia რადგან მის გარეშე ენმ-ი, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პირადად მე ვერ წარმომიდგენია. ნიკა თუნდაც იმიტომ უნდა შევიდეს, რომ ყველადღური დისკომფორტი იგრძნოს ქოცება და განსაკუთრებით იმ დეპუტატმა, ვინც ნიკა მელიას ორჯერ დეპუტატის მანდატი წაართვეს და ერთხელ დაიჭირეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ უნდა ძალიან ბევრი ფიქრი და კონსულტაციები ამ საკითხს, დროზე მიიღეთ გადაწყვეტილება და დაიწყეთ ქოცების შევიწროება პარლამენტშიც! გისურვებთ წარმატებებს.
წერს ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა.