რატომ უნდა მივირთვათ ბანანი ყოველდღე?

ბანანი იდეალური პროდუქტია , ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. დამტკიცებულია, რომ ბანანი დადებითად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე, ხელს უწყობს სისხლში ენდორფინების გამოყოფას, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მისი სასარგებლო თვისებებისა. ბანანი ძალიან კალორიულია. ყოველთვის ჯობს, რომ ბანანით წაიხემსოთ, ვიდრე დაბალკალორიული კეფირით . ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, რაც კუჭ-ნაწლავის მუშაობას უწყობს ხელს. პექტინი , რომელსაც ის შეიცავს შეიწოვს სითხეს. ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა საკვებში ნაკლებად გვხვდება და შესაბამისად, ამ ნივთიერების ნაკლებობა გვაქვს. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე და გვეხმარება, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბანანი შევჭამოთ აქტიური ვარჯიშის შემდეგ, რათა კუნთის ტკივილი შევამციროთ , ეს კი კალიუმისა და მაგნიუმის დამსახურებაა. თუ ბანანს ხშირად მიიღებთ, ის დადებითად აისახება თქვენს გარეგნობაზე – კერძოდ, ბანანი აქრობს სიშავეს თვალის ირგვლივ. ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის კონცენტრაციას. ბანანი სახამებლის განსაკუთრებულ სახეობას შეიცავს, რაც შაქრის დიაბეტის მეორე ტიპის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share