აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ კოვიდ -19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულებს არ სჭირდებათ პირბადეების ტარება და არც სოციალური დისტანციის დაცვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში, გარდა გარკვეული გარემოებებისა.
თუმცა, მოგზაურობის დროს ნიღბების ტარების მოთხოვნა – ავტობუსებში, მატარებლებში, თვითმფრინავებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ჯერ კიდევ არის.