ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურში რადიაციის დონე იზრდება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უკრაინაში, ჩერნობილის ელექტროსადგურში განადგურებულ ბირთვულ რეაქტორში რადიაციის დონე იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტი განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტის თანამაშრომლები აცხადებენ, ბირთვული აქტივობის ზრდის გამო განადგურებული ბლოკის ქვეშ არსებული სიტუაციის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share