ისრაელ-პალესტინის საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ავიაკომპანიები ფრენებს მაინც ანხორციელებენ. გუშინ საღამოს თელავივი – თბილისის ორი რეისი შესრულდა. საქართველოში 400-ზე მეტი ადამიანი ჩამოფრინდა.
მგზავრთა შორის ძირითადად ისრაელისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მათი თქმით, თბილისში უსაფრთხოების მიზნით ჩამოვიდნენ.