“დედასთან მივდიოდი, როგორც კი ჩემ მანქანაზე ისრაელის დროშა დაინახეს ქვებით თავს დამესხნენ, ავტომობილის მართვა ვეღარ შევძელი, ამის შემდეგ მომმვარდნენ და პირდაპირ სახეში ქვებს და აგურებს მირტყამდნენ, მეგონა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, მათ დანებიც ჰქონდათ. მე დედაჩემის სახლისკენ გავრბოდი, თუმცა ისინი მაინც მომსდევდნენ, ბოლოს ისევ ჩემმა არაბმა მეზობელმა მიშველა, მათ შეძლეს ჩემი გადარჩენა”, – თქვა მურ ჯანაშვილმა.
დაშავებული ქართველი ებრაელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება სადაც ინტენსიურ მკურნალობას გადის.