14.05.2021 / 10:04
ბათუმში ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ქალი ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ნახეს გარდაცვლილი, მამაკაცი კი კორპუსის ეზოში.
მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან ხმაური შემოესმათ, რის შემდეგაც კორპუსის ეზოში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი და მამაკაცი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.