12 საათისთვის არჩევნებში 681 583-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

„ცესკოს“ პრეს-სპიკერის განმარტებით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა არის 19,41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველს ნიშნავს.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ N19 საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. ამ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობაა 28,3%. ამასთან, ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ აჭარაში ფიქსირდება (11,8%).

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share