ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას გაუგზავნის

ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე წერს. მისი თქმით, ვაქცინები განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

“მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან”, – წერს ის.

ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.

30 აპრილს საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა, სინოვაკი, შემოვიდა. მისი გამოყენება ჯერ არ დაწყებულა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: