ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ოზურგეთში, დაბა ლაითურის 11-ე საარჩევნო უბანზე. პირი რომელიც იზოლაციაში იმყოფებოდა, უბანზე მივიდა და ხმა მისცა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” გურიის რეგიონში ცესკოს წარმომადგენელმა, ზვიად თენიეშვილმა დაუდასტურა.
„ქონდა პროცედურულ დარღვევას 11-ე უბანზე ადგილი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, თვითიზოლაციაში მყოფი პირის ცალკე სიაში შეყვანა დაავიწყდა, რის გამოც, იგი საარჩევნო უბანზე ხმის მიმცემთა სიაში აღმოჩნდა, ახლა გაგზავნილი გვყავს ჩვენი ჯგუფი და ახსნა განმარტებით ბარათს დაწერს თავჯდომარე თუ რა მოხდა.“- გვიამბო თენიეშვილმა.
ჩვენ ვესაუბრეთ 11-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, ხვიჩა მახარაძეს, რომელმაც აღიარა რომ მას მოუვიდა შეცდომა.
„ეს იყო ჩემი ტექნიკური შეცდომა, დამავიწყდა ამ პირის გადასატანი ყუთით მოსარგებლის სიაში შეტანა. რეგისტრატორმა, მოსული პირი გაატარა და მან ხმა უბანზე მისცა.“- გვითხრა თავჯდომარემ.